ექსტრემალური სპორტის ყველაზე გავრცელებული სახეობანი
ალპინიზმი
სპორტისა და აქტიური დასვენების ერთერთი სახეობა. მის მიზანს წარმოადგენს მთების მწვერვალზე ასვლა. ალპინიზმის სპორტული არსი მდგომარეობს მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე ბუნებრივად წარმოწობილი წინაღობების (სიმაღლე, რელიეფი, ამინდი) გადალახვაში.
წყარო
გორგოლაჭებით ქროლა
ორგოლაჭებით ქროლა, ” (ინგ. agressive inline skating- აგრესიული სრიალი ცალრიგიანი გორგოლაჭებით). ექსტრემალური სპორტის სახეობა _ სრიალი, მანევრირება და გადახტომა ნებისმიერ დაბრკოლებაზე ჰაერში სხვადასხვა ტრიუკების შესრულებით. წარმოიშვა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს
ამერიკის შეერთებულ შტატებში. განავითარეს როლერ სპორტის მოყვარულებმა სკეტიბორდისტების გავლენით. არსებობს გორგილაჭებით ქროლვის ორი დისციპლინა: “ქუჩის” და “ვერტი”. პირველი გულისხმობს გორგოლაჭებით ქალაქის ქუჩებში სრიალს და წინაღობების ძებნას, რომელსაც შეიძლება გადაახტე, მეორე კი _ მოძრაობას და ტრიუკების შესრულებას საგანგებო, გადაჭრილი მილის ფორმის ბაქანზე. სპორტსმენები ხმარობენ განსაკუთრებულად გამძლე, ტიტანისგან დამზადებულ გორგოლაჭებს, უკეთიათ დამცავი მუზარადი, სამუხლეები და საიდაყვეები. ამ ექსტრემალური სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ავსტრალიელებმა ტონი ფრაიმ და მატ სალერნომ. ვრცლად
ჯომარდობა
რაფტინგი ქართულად ნიშნავს “ჯომარდი”-ს, რომელიც პოპულარული სახეობაა მთელს მსოფლიოში, ჯომარდი პოპულარული გახდა 1970 წლიდან,
დღესდღეობით წყლის სპორტი ინარჩუნებს ლიდერობას ექსტრემალური სპორტის სახეობაში. ჯომარდის მთავარი და ყველაზე სასიამოვნო პრინციპია
გაჰყვეთ მდინარის დინებას და გადაეშვათ სხვადასხვა ჩანჩქერებზე ნავით.
ჯომარდობა შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს თუ არ არის დაცული გარკვეული უსაფრთხოების ზომები. განსაკუთრებით ეს ეხებათ მოყვარულებს, რომლებიც ეშვებიან პროფესიონალი ინსტრუქტორის გარეშე. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან ასევე მონაწილეების არასწორი ქცევის გამო.
ვრცლად
სერფინგი
სერფინგი (ინგლ. surfing – „ზვირთებზე სრიალი“) არის წყლის სპორტის სახეობა, რომელიც გულისხმობს სპეციალური ფიცრით (სერფბორდით) ზღვის, ოკეანის ზვირთებზე სრიალს, გართობის ან შეჯიბრის მიზნით. სერფინგით დაკავებულს სერფერი ეწოდება. პირველი სერფერები იყვნენ ჰავაელები,ხოლო პირველი სერფბორდები 70 კგ-მდე იწონიდა. სპორტის ეს სახეობა პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში და ზოგ სხვა ქვეყანაში. ვრცლად
დაივინგი
წყალქვეშა ცურვა დაივინგი - წყალქვეშა ტურიზმის ერთ-ერთი აქტიური სახეობაა.რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო საინტერესოა ზღვა და მით მეტი ადრენალინი გამოიყოფა. ამასთანავე, მეტია საფრთხეც.დაივინგის დროს ძირითადად საფრთხეს ქმნიან თევზთა საშიში სახეობები, რომელთაც თუ გინდათ თავი აარიდოთ, არ უნდა გააბრაზოთ, არ უნდა დაურღვიოთ მყუდროება. ისინი უხეშად შეხებისას აგრესიულნი ხდებიან. საშიშია ასევე კიბოსნაირები, ლოდები, კლდეები, წყალმცენარეები, ამიტომ დაივინგის საზოგადოება გიდის გარეშე ამ ტურებს არ აწყობს. ვრცლად
Subscribe to:
Posts (Atom)