
გორგოლაჭებით ქროლა, ” (ინგ. agressive inline skating- აგრესიული სრიალი ცალრიგიანი გორგოლაჭებით). ექსტრემალური სპორტის სახეობა _ სრიალი, მანევრირება და გადახტომა ნებისმიერ დაბრკოლებაზე ჰაერში სხვადასხვა ტრიუკების შესრულებით. წარმოიშვა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს
ამერიკის შეერთებულ შტატებში. განავითარეს როლერ სპორტის მოყვარულებმა სკეტიბორდისტების გავლენით. არსებობს გორგილაჭებით ქროლვის ორი დისციპლინა: “ქუჩის” და “ვერტი”. პირველი გულისხმობს გორგოლაჭებით ქალაქის ქუჩებში სრიალს და წინაღობების ძებნას, რომელსაც შეიძლება გადაახტე, მეორე კი _ მოძრაობას და ტრიუკების შესრულებას საგანგებო, გადაჭრილი მილის ფორმის ბაქანზე. სპორტსმენები ხმარობენ განსაკუთრებულად გამძლე, ტიტანისგან დამზადებულ გორგოლაჭებს, უკეთიათ დამცავი მუზარადი, სამუხლეები და საიდაყვეები. ამ ექსტრემალური სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ავსტრალიელებმა ტონი ფრაიმ და მატ სალერნომ.